Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც "ქართუ ჯგუფი" საწარმოს ფინანსებს არ აქვეყნებს"

"ფლანგვის დეტექტორი": "გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც "ქართუ ჯგუფი" საწარმოს ფინანსებს არ აქვეყნებს"

19/07/2024 17:39:46 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, "გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც "ქართუ ჯგუფი" საწარმოს ფინანსებს არ აქვეყნებს".

"ქართული ოცნება" “გამჭვირვალობის” სახელით ევროინტეგრაციას აფერხებს, თუმცა მისი საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილი გამჭვირვალობისგან შორსაა.

სს ქართუ ჯგუფს ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული, რაც კანონდარღვევაა.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანხმად საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს.

კანონის თანახმად, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას ფინანსური ანგარიშგების წარგენისგან.

ქართუ ჯგუფის მიმართ 2020-21 წლების ანგარიშგების წარუდგენლობის გამო გაიცა გაფრთხილება, ჯარიმა და ორმაგი ჯარიმა, რაც ჯამში 15,000 ლარს გულისხმობს.

გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც ქართუ ჯგუფი არ აქვეყნებს საწარმოს ფინანსებს.

სუსტი კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას საშუალებას აძლევს დამალოს საწარმოს ფინანსები", – ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S