
ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, გამოძიება პროკურატურამ დაიწყო
19/07/2024 14:03:03 სამართალი
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა გამოიძიება პროკურატურამ დაიწყო.
პროკურატურაში გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით სამ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, თუ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს.
ცნობისთვის: დღეს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაიკერი ემსხვერპლა. მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე მაშინ მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა დაკავების მიზნით ჩაუკეტა.
როგორც წესი, ავტოსაგზაო შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ატარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო დანაშაულში პოლიციელები ფიგურირებენ.