Accentnews.ge
"საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორმა და ჩინეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს

"საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორმა და ჩინეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს

19/07/2024 09:47:26 ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მისი ცნობით, "მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს".

"ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს შეეხო, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც, ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას.

ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა.

შეხვედრისას ჩინეთის მხარემ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ, შუა დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაციის, ტარიფების გამჭვირვალეობისა და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შექმნილ ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal-თან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზედაც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S