Accentnews.ge
საქსტატი: მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 6.7%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.2%–ით გაიზარდა

საქსტატი: მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 6.7%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.2%–ით გაიზარდა

19/07/2024 08:25:07 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 10 319.4 მლნ–დან ექსპორტი 2 847.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 529.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 197.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 855.0 მლნ. აშშ დოლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S