იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
19/07/2024 07:02:56 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტთან დაკავშირებით, დღესვე, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ და მას კენჭს უყრიან.
ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება დამატებით დაახლოებით 225 მუხლი.
ამავე თემაზე: ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტია და რამდენ პირს შეუმცირდება პირობითი მსჯავრი
მეზვრიშვილი: "მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს"


