Accentnews.ge
"მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო" – ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოდან გასვლა აუკრძალეს

"მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო" – ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოდან გასვლა აუკრძალეს

18/07/2024 15:41:15 საზოგადოება

აზერბაიჯანული მედიაგამოცემის azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მას საქართველოდან გასვლის უფლება არ მისცეს, "მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო".

"ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოს დატოვება ამიკრძალეს. ამჟამად თბილისის აეროპორტში ვარ. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა...ეს არის ილჰამ ალიევის ბრძანება,"– დაწერა მან სოციალურ ქსელში.

აფგან სადიგოვი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული. ბოლოს საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, რადგან როგორც თავად ამბობს, გრძელდებოდა მუქარა მოთხოვნით, რომ შეეწყვიტა ალიევის ხელისუფლების კრიტიკა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ოჯახთან ერთად მესამე ქვეყანაში სურდა გამგზავრება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ვარაუდობს, რომ ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით, დააკავებენ:

"ილჰამ ალიევმა ივანაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული დაგეგმა. [...] საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაპატიმრება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი, დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანაშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს".

ის მოუწოდებს აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით.:

"აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება",– წერს აფგან მუხთარლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S