Accentnews.ge
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი

18/07/2024 12:59:49 პოლიტიკა, საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

პრეზიდენტის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ივლისს მიმართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S