
ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს
20/01/2020 19:25:07 პოლიტიკა, ეკონომიკა
სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებს გაწყვეტის შემდეგ ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს.
როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი განმარტავს, ტექნიკა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო გადის.
„კომპანია „ვან ოორდ“ აკეთებს დემობილიზაციას და გააქვს თავისი კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა ობიექტიდან. „ვან ოორდ“-ი არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერი და ამავდროულად კონტრაქტორი, რომელიც აკეთებდა დაღრმავების სამუშაოებს“, - ამბობს ახვლეიანი.
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.