Accentnews.ge
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

18/07/2024 12:07:47 საზოგადოება

გერმანულმა "ტრანსფერმარკტ"–ის განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ევროპირველობის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც – 1 მილიონი ევროდან 2.50 მილიონ ევრომდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S