Accentnews.ge
ბახტაძე:"დავოსში მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ფორუმში, ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე“

ბახტაძე:"დავოსში მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ფორუმში, ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე“

20/01/2020 18:49:57 ეკონომიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.

კერძოდ, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას იღებს ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც 100-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, ბანკირები და ინვესტორები ესწრებიან.

"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში. საინტერესო საუბარი შედგა ბლოკჩეინის მზარდ როლზე. ვისაუბრე საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველი ქვეყნის, რომელმაც ბლოკჩეინი წარადგინა საჯარო სერვისებში და განათლების საპილოტე პროგრამაზე” - წერს ბახტაძე "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S