
საკონსტიტუციოს მოსამართლის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა
18/07/2024 09:45:59 საზოგადოება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ცოლი რუსეთში მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა.
მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ცოლის, დიანა ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია ჩაწერა ბოლო დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის მაისში შეავსო.
იგი დეკლარაციაში წერს, რომ მისი ცოლი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მომუშავე განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უმნიშვნელოვანესი რგოლია. ამ სასამართლოს სამი დღის წინ, 15 ივლისს, პარლამენტის მიღებული კანონის გასაუქმებლად მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ უნდა განიხილოს - მათ შორის ერთ-ერთია ვასილ როინიშვილი.