პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორად დაამტკიცა
18/07/2024 09:30:07 პოლიტიკა
80 მომხრე, 0 წინააღმდეგი - გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა გენერალურ პროკურორად აირჩია.
კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მანამდე გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ გამოუცხადა ნდობა.
გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.


