Accentnews.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

18/07/2024 07:50:08 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას.

საკითხს, განხილვის გარეშე, დღესვე უყრიან კენჭს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხმა მხარი დაუჭირა.

სხდომას ოპოზიციის უმეტესობა სავარაუდოდ, არ დაესწრება, რადგან პარტიები "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან.

გაბიტაშვილი 11 წელი იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას. გენერალური პროკურორის პოზიციაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S