Accentnews.ge
მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

18/07/2024 07:21:34 საზოგადოება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება Aktual.ge.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანის მძღოლი იყო, ეპილეფსია აწუხებდა. დილით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მართვისას იგი ცუდად გახდა და წონასწორობა დაკარგა. ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანა და შიგ მყოფი ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება დაწყებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S