Accentnews.ge
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში მაგდალენა გრონო იქნება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში მაგდალენა გრონო იქნება

17/07/2024 14:34:07 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უფროსი მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, ჩეხი დილომატი მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.

მისივე ცნობით, მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკოვაშირის საბჭო დაამტკიცებს.

მაგდალენა გრონო ამ "პოსტზე" ესტონელ დიპლომატ ტოივო კლაარს შეცვლის.

ჩეხი მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. მაგდალენა გრონო საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S