
პოლონეთი ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს
17/07/2024 11:57:42 მსოფლიო
1 აგვისტოდან პოლონეთი ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს. მანევრებში 17 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მიიღება ზომები, რათა იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, საიდანაც არალეგალური მიგრანტები ჩამოდიან, იცოდნენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთა დანაშაულია.
მანამდე პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად ფინეთს, გერმანიასა და საბერძნეთს მიმართა. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, „ფრონტექსის“ ცნობით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თითქმის გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გადასვლას ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ცდილობენ.