Accentnews.ge
კალაძე: გლდანის ტბის წყლით შევსება GWP-ის ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით მოხდება

კალაძე: გლდანის ტბის წყლით შევსება GWP-ის ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით მოხდება

17/07/2024 07:44:18 საზოგადოება

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ გლდანის თეთრი ტბა წყლით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) დაქვემდებარებაში არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით შეივსება.

"ტბის შევსება-გაჯანსაღებისთვის, მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დავგეგმეთ, იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ს ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა GWP-სთან, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სამსახურმა დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც წყალგამტარ გვირაბზე უნდა დაერთდეს, ეს სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, კახა კალაძის თქმით, ტბის შევსება ალტერნატიული მეთოდით განხორციელდება.

"გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას", - აღნიშნა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S