
ურეკში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
17/07/2024 06:50:27 საზოგადოება
დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.