მეთიუ მილერი: საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები
17/07/2024 05:37:55 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების შედეგად, შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები საფუძვლიანად შეიცვალა. ამ
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩია.
“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც”, - განაცხადა მილერმა.


