
ჩხოროწყუში, მდინარეში 20 წლის ახალგაზრდა ჩავარდა და დაიხრჩო
16/07/2024 08:10:23 საზოგადოება
ჩხოროწყუში უბედური შემთხვევა მოხდა.
20 წლის ახალგაზრდას ფეხი დაუცდა, მდინარეში ჩაავარდა და დაიხრჩო, – იუწყება „ინფო რუსთავი“.
გამოცემის ცნობით, ბიჭის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.