Accentnews.ge
მაკრონი – ზურაბიშვილს: გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს

მაკრონი – ზურაბიშვილს: გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს

15/07/2024 17:18:09 პოლიტიკა

გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით.

„მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს“, - წერს მაკრონი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული 14 ივლისი მიულოცა.

„საფრანგეთის რესპუბლიკას ვულოცავ 14 ივლისს. 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S