Accentnews.ge
სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულებზე 3 თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 191 შეტყობინება შევიდა

სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულებზე 3 თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 191 შეტყობინება შევიდა

15/07/2024 14:14:20 სამართალი

2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის/მოხელის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 191 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საუბარია, პარლამენტის წევრ ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აპრილში შევიდა - 46 შეტყობინება; მაისში - 118 შეტყობინება; ივნისში - 27 შეტყობინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დარეგისტრირებული საჩივრები გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სსკ-ის 144 −144 მუხლებით, 1 3 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S