Accentnews.ge
ლევან იოსელიანი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა

ლევან იოსელიანი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა

15/07/2024 11:00:18 საზოგადოება

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა, – ამის შესახებ ნათქვამია აგარიშში სახელწოდებით „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“.

"გადაწყვეტილებების მიღების დროს, არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს. სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის ვადები და მისი მომზადების ხანგრძლივობა, რომელიც საქმიდან გამომდინარე სხვადასხვანაირია. ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება. ეს კვლევა მოცულობითია, რომელიც სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ეს მექანიზმები სრულყოფილი გახდეს", - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

"სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში 194 მსჯავრდებულის საქმის შესწავლისა და მომწესრიგებელი კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მოამზადა.

გამოვლინდა, რომ არ არსებობს მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ნათელს გახდიდა საშეღავათო მექანიზმებით სარგებლობის პროცედურებს. კერძოდ:

  • სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ხანდაზმულობის გონივრული ვადები;
  • შუამდგომლობები ხშირად დაუსაბუთებელია;
  • ვლინდება სასამართლო ქვემდებარეობის ხარვეზები;
  • სასამართლო პრაქტიკა რიგ შემთხვევებში არაერთგვაროვანია;
  • არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას დაადგენდა და იმ მტკიცებულების განხილვის პროცედურას გაწერდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროს კანონის დარღვევით იყო გამოკვლეული;
  • კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაადგინოს სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებისა და დასკვნის წარდგენის განსხვავებული ინტერვალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს;
  • არ არსებობს რეგულაცია, რომელიც უფლებას მისცემდა იმ პატიმარს, რომელსაც განაჩენის აღსრულება გადავადებული აქვს, დამატებით მიმართოს სასამართლოს ასაკის ან ჯანმრთელობის გამო სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობით;
  • მუდმივმოქმედი კომისიისთვის მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ მიმართვის პროცედურები ბუნდოვანია.

პატიმრებისთვის არსებული საშეღავათო მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ყველა რელევანტურ უწყებასთან", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S