
პაპუაშვილი – რუხაძეზე: კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც ცნობილია "ოცნების" პოლიტიკური გეზი, ამიტომ ამ შეფასებას არ ვიზიარებ
15/07/2024 09:38:40 ციტატა
"ჩვენი პოზიცია ნათელია, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ამ ჩანაწერის, განაცხადის ავტორი. ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ, არ ვიზიარებ ამ შეფასებას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ კონსტიტუციური ჩანაწერითაც ნათელია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.