Accentnews.ge
სახალხო დამცველი – "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებზე: აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული

სახალხო დამცველი – "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებზე: აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული

15/07/2024 07:30:05 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით.

"სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა", -განაცხადა იოსელინმა.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი უკვე მზადაა. პირველი სარჩელი დღეს პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნება. სალომე ზურაბიშვილი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობად ითხოვს და 78-ე მუხლზე მიუთითებს. მეორე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S