Accentnews.ge
„პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის" – მთავრობის ადმინისტრაცია კობახიძის და ზეიას შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

„პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის" – მთავრობის ადმინისტრაცია კობახიძის და ზეიას შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

12/07/2024 16:06:58 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის და სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეიას შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს.

„პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება",– ვკითხულობთ რელიზში.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

"პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო”, - ნათქვამია რელიზში.

რელიზში არაფერია ნათქვამი "აგენტების კანონზე" და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელიც პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.

თავად აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მედიასთან საქართველოში გამართულ შეხვედრებს დღის ბოლოს შეაჯამებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S