Accentnews.ge
რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით მგზავრობისთვის ავტობუსებს ყიდულობს

რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით მგზავრობისთვის ავტობუსებს ყიდულობს

12/07/2024 14:47:48 საზოგადოება

რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად ახალ ავტობუსებს ყიდულობს.

ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ თბილისის მერიასთან ერთად შეირჩევა მარშრუტები, სადაც ახალი ავტობუსები იმოძრავებს. გამოცხადდება ტენდერი.

როგორც განიმარტა, ქალაქი გეგმავს, შეიძინოს შშმ პირებზე ადაპტირებული 70 ახალი ავტობუსი. მათგან 60 ხაზებზე ყოველდღიურად იმოძრავებს. თითოეულ ავტობუსს 28 მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ამ საქალაქთაშორისო ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში BUSLane-ებში შეეძლება გადაადგილება.

რუსთავის მერის ინფორმაციით, ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S