აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის შედეგად დევნილ მამაც ქალებთან
12/07/2024 13:59:31 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია წეროვანის დასახლებაში რუსული ოკუპაციის შედეგად დევნილ ქალებს შეხვდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა წეროვანის დასახლებაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის შედეგად დევნილ მამაც ქალებთან. აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებსა და თემებს", – წერს იგი სოცალურ ქსელში.
მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია ეწვეოდა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც დაარსებულია რუსეთის მიერ საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ.


