Accentnews.ge
"ევოლუშენ ჯორჯიას" დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

"ევოლუშენ ჯორჯიას" დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

12/07/2024 09:46:20 საზოგადოება

ონლაინ კაზინო "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფიცვაში გაფიცულია 4621 თანამშრომელი მონაწილეობს.

"გაფიცვა შედგა, მაგიდების ძალიან დიდი ნაწილი გაჩერებულია. მაგიდებზე დღეს მუშაობს ტოპ მენეჯმენტი, უბრალოდ ფორმები გადააცვეს და სხედან და მუშაობენ, მე არ ვიცი რამდენი ხანს გაძლებენ, სავარაუდოდ დიდხანს ვერ გაძლებენ. დასაქმებულების მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ ბულინგში, სექსისტური განცხადებებში, რასიზმში, დისკრედიტაციაში მხილებული მენეჯმენტის, ასეთი რამდენიმე ადამიანია, უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია რაიმე სახის ფორმით მოხდეს შეთანხმება", - თქვა პროფკავშირის წარმომადგენელმა.

მანამდე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S