თამარ კორძაია: "ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონი მოძალადეთა შეწყალებას ითვალისწინებს
12/07/2024 09:46:30 პოლიტიკა
პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ–ერთი ლიდერი თამარ კორძაია ეხმიანება "ქართული ოცნების" ამნისტიის პროექტს და ამბობს, რომ ის მოძალადეთა შეწყალებას ითვალისწინებს.
„ბუნებრივია, ჩვენ სხვა არგუმენტები გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. იმიტომ, რომ საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა, რომელსაც მე ხელი მოვაწერე. თუ სურთ ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც რეგისტრირებულია.
ეს პროექტი კი პირიქით, ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად - დიმიტრი ჩიქოვანი, ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა ადამიანის, სახელი და გვარი შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.


