Accentnews.ge
რა დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების კუთხით

რა დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების კუთხით

12/07/2024 08:48:55 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახური (EEAS) ავრცელებს ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რასაც ბლოკი საქართველოს უსაფრთხოების კუთხით უწევს.

მონაცემების გამოქყვეყნებამდე EEAS ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის ერთგულება, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება უცვლელი რჩება".

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", – ნათქვამია EEAS–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების კუთხით

EUMM მისია

EEAS–ის ცნობით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს. მისიის სათაო ოფისი თბილისშია, ხოლი კიდევ სამი წარმოდგენილობა – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. საერთო ჯამში მისიაში 200–მდე მონიტორია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

EEAS–ის მონაცემების თანახმად, EUMM–ს ფარგლებში საქართველოში 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.

EEAS–ის ინფორმაციით, "EUMM–ს მიზნებია:

  • "ხანგრძლივი სტაბილურობის ხელშეწყობა და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება;
  • ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ნორმალურ ცხოვრებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის
  • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება".

"ევროპული სამშვიდობო ფონდი" EPF

როგორც EEAS აღნიშნავს, "ევროპული სამშვიდობო ფონდი" (EPF) საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს.

EEAS–ის ცნობით, EPF–ის ფარგლებში 2021-2023 წლებში საქართველოზე 62 მილიონი ევრო დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული 2024 წლისთვის შეჩერებულია [ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა].

რა დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს EPF–ის ფარგლებში ამ დრომდე:

  • ორი სრულად ეკიპირებული გადასატანი სამედიცინო დაწესებულება;
  • სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალისათვის;
  • 42 სატვირთო მანქანა;
  • 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟნრო ნაკრები;
  • კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და სწავლებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S