Accentnews.ge
საელჩო: ზეია საქართველოს ეწვია, რათა აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ "ოცნების" ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს

საელჩო: ზეია საქართველოს ეწვია, რათა აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ "ოცნების" ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს

12/07/2024 06:54:48 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეია ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ასევე, აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა. ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ შეხვედრები გამართა უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს დღეს გააგრძელებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S