საფრანგეთის ელჩი: "ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია"
11/07/2024 14:41:01 პოლიტიკა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი აცხადებს, რომ "ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია".
"27 ივნისს ევროპულმა საბჭომ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. ეს იყო იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც მიღებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამის შემდეგ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის შეწყდა და ის მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და გვსურს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა დაუბრუნდეს ევროპულ გზას", - განაცხადა ელჩმა.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.


