
"ოცნების" წევრი დეპუტატი – დასავლური დახმარებების შეჩერებაზე: ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია
11/07/2024 12:33:28 ციტატა
"რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანების გამო ქვეყნებს შორის ათწლეულებისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის”, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ამავე თემაზე: გერმანიის ელჩი: გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ავიღოთ.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.