„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა
11/07/2024 11:02:30 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
„ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სსკ-ის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6 - ით შემცირება დამატებით 225 მუხლს შეეხება”, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.


