Accentnews.ge
"ფლანგვა": სახელმწიფო წლებია, რუსეთიდან ატრაქციონების ჩამოტანაში მილიონებს ხარჯავს

"ფლანგვა": სახელმწიფო წლებია, რუსეთიდან ატრაქციონების ჩამოტანაში მილიონებს ხარჯავს

11/07/2024 06:47:21 საზოგადოება

ანტიკორუფციული ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" მიუთითებს, რომ სახელმწიფოს წლებია, პარკებისთვის და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს.

როგორც "ფლანგვის დეტექტორი" აღნიშნავს, მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს ჯეო პარკს თითქმის 17 მილიონი ლარი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად.

"საქართველოს მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის ყიდვა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო",– გაარკვია ორგანიზაციამ და აზუსტებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა.

"სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს [საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს] დაფუძნდა", - დასძენს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S