
კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა
11/07/2024 06:17:10 საზოგადოება
10 ივლისს ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა. მისი თბილისში ჩამოსვლის მიზეზი უცნობია.
კევინ სპეისთან ერთად გადაღებული ფოტო "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, მსახიობმა საქართველო უკვე დატოვა.
9 ივლისს ამერიკელი მსახიობი სომხეთში, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო.