Accentnews.ge
პროკურატურა: არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა: არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა

10/07/2024 16:38:45 სამართალი

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა.

„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ , - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S