Accentnews.ge
რუსული მედია: კადიროვს ახალი თანამდებობა შესთავაზეს

რუსული მედია: კადიროვს ახალი თანამდებობა შესთავაზეს

17/01/2020 17:55:04 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხედასმული ლიდერი რამზან კადიროვი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნოს. ამის შესახებ „კვირის არგუმენტები“ კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, კადიროვს უკვე შესთავაზეს, დაიკავოს ახალი თანამდებობა.

ამ ეტაპზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ კადიროვი გახდება კრემლის ლიდერის სრულუფლებიანი წარმომადგენელი არაბეთის ნახევარკუნძულის ისლამურ ქვეყნებში.

როგორც ცნობილია, ამჟამად ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი ავადმყოფობის გამო შვებულებაში იმყოფება.

როგორც კადიროვის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ალვი კარიმოვამ განაცხადა, კადიროვი მკურნალობის კურსს გადის, რაც სამედიცინო პროცედურებს საჭიროებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S