გია ვოლსკი – გერმანიის ელჩის განცხადებაზე: „არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში“
10/07/2024 10:35:52 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება, იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირების გაკეთება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში“, – განაცხადა მან.
ამავე თემაზე: გერმანიის ელჩი: გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ავიღოთ.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.


