
მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიას 200 000 ლარს გამოუყოფს
10/07/2024 09:59:50 პოლიტიკა, საზოგადოება
მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარი გამოეყოფა.
განკარგულებას ხელს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
განკარგულებაში წერია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანხა "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან" უნდა გამოყოს.