Accentnews.ge
Bloomberg: ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს – $7.30 მილიარდს მიაღწია

Bloomberg: ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ მაჩვენებელს – $7.30 მილიარდს მიაღწია

09/07/2024 16:59:50 საზოგადოება

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.

ივანიშვილის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 დოლარამდე ღირებულებისაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S