Accentnews.ge
პაველ ჰერჩინსკი: თვეების განმავლობაში ვგზავნიდით ძალიან მკაფიო სიგნალებს, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა

პაველ ჰერჩინსკი: თვეების განმავლობაში ვგზავნიდით ძალიან მკაფიო სიგნალებს, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა

09/07/2024 07:08:20 პოლიტიკა

ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

„გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისინი მომავალი პერიოდის სტრატეგიულ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი და საით მივდივართ. ისინი ჩვენი მომავალი ინსტიტუციური ლიდერების ვინაობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს. ეს მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად მოხდა. შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნა მიღწეული - ისინი შეთანხმდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით ოქტომბერში გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ

ელჩმა აღნიშნა, რომ "დღევანდელი მდგომარეობით" საქართველო გაწევრიანების პროცესის შემდგომ საფეხურზე გადასვლას ვერ მოახერხებს:

„დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს, შემდგომ საფეხურზე გადავიდეს სწორედ იმიტომ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ისინი ელოდებიან განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S