კარპენტერი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ
08/07/2024 17:40:51 პოლიტიკა
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით მოძრაობს და რომ ეს ნათელია. ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველოში მიღებული კანონები, რომლებიც "ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს" და რომლებიც არ შეესაბამება ალიანსის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არაა თავსებადი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
„ნათელია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით“,– თქვა კარპენტერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომებში ცვლილებებს დაინახავს:
„ჩვენ დიდი ხანია, რაც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს ვუჭერთ. ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში მივიღეთ მონაწილეობა. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ. ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“.


