Accentnews.ge
კურიერები დღეს პროტესტის ნიშნად იმ მისამართზე მივლენ, სადაც ახალგაზრდა კაცს გაუსწორდნენ: "ეს არ იქნებოდა პნევმატური იარაღი, ძალიან დამსხვრეულია აქვს ძვლები"

კურიერები დღეს პროტესტის ნიშნად იმ მისამართზე მივლენ, სადაც ახალგაზრდა კაცს გაუსწორდნენ: "ეს არ იქნებოდა პნევმატური იარაღი, ძალიან დამსხვრეულია აქვს ძვლები"

08/07/2024 08:31:52 საზოგადოება

კურიერები დღეს პროტესტის ნიშნად იმ მისამართზე მივლენ, სადაც "გლოვოს" კურიერს თემურ სიგუას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულის დედას ეჭვი აქვს, რომ მის შვილს არა პნევმატური, არამედ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.

"ეს არ იქნებოდა პნევმატური და ტრავმატული იარაღი, [ვარაუდობთ, რომ ჩვეულებრივი ცეცხლსასროლია?] ვვარაუდობთ, იმიტომ, რომ ძალიან დამსხვრეულია აქვს ძვლები, ძალიან. ერთ-ერთს დაუხმარებია, ეს დავარდნილი, სამი ტყვია მოხვედრილი, აუყვანია, მოტოზე დაუსვია, მიდიო ძმაო, ახლა გააღწიე აქედან სანამ უარესი არ მოხდაო", - ყვება დედა ელენა ჩოგვაძე.

დაჭრილი და ნაცემი "გლოვოს" კურიერი კლინიკაში რჩება. 32 წლის თემურ სიგუას გუშინ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ფეხის თითების ამპუტაციის რისკი გამოირიცხა.

შემთხვევა ნუცუბიძეზე 2 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი იმას მოჰყვა, რომ შეკვეთას ლუდი აკლდა. სიგუა მისამართზე მიბრუნდა, რა დროსაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდეგ კი ფიზიკური.

"მთავარის" ინფორმაციით, კაცი, რომელმაც კურიერი დაჭრა იდენტიფიცირებულია, თუმცა ის დაკავებული ჯერ ისევ არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S