
"ალტ-ინფოს" ერთ–ერთი ლიდერი: "2021 წლის 5 ივლისი საქართველოში ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისია"
05/07/2024 10:35:27 საზოგადოება
"ალტ-ინფოს" ერთ–ერთი ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ "2021 წლის 5 ივლისი საქართველოში ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისია".
"დღე, როდესაც ქართველმა ერი დაამტკიცა თავისი ძალა, დღე, როდესაც ქართველმა ერმა დაიცვა ეროვნული ღირსება და კოლექტიურ დასავლეთს შეახსენა, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მხოლოდ თვითონაა! 5 ივლისი, ერის დიდი გამოღვიძების და კონსერვატიული შინაარსის ბრძოლის გაჩაღების დღე! 2021 წლის 5 ივლისს დაწყებული საქმე, 2024 წელს გავა ფინალში! ამ წელს, ქართველი ერი, ლიბერალიზმის კუბოზე, ბოლო ლურსმანს დააჭედებს!", – წერს მორგოშია სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: საია: 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან.