ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
05/07/2024 09:04:32 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის", – წერს პრემიერი.
ცნობისთვის: წინასწარი შედეგებით, ბრიტანეთის არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა.


