Accentnews.ge
საზღვაო პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა

საზღვაო პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა

04/07/2024 18:53:19 საზოგადოება

ბათუმში საზღვაო პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე დაშავდა.

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარი ამოვარდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ქარის გამო ჩამოვარდა საზღვაო პარაშუტი.

არსებული ცნობებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი დაღუპული დახვდა, დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S