
პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გორში, დაღუპული პილოტის პანაშვიდზე ჩავიდნენ
04/07/2024 16:21:58 საზოგადოება
დაღუპული პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
მანამდე პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში მოხდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა.
დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.