
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
04/07/2024 12:48:36 საზოგადოება
თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის ლევან მუსელიანის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
მისივე თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველების დაახლოებით 10-მდე ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
“ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე დგინდება რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.